Georgian     |     Russian    
    ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმთელობაზე !   ტელ: (+995 32) 2-200-211    
მთავარი
ცენტრის შესახებ
მომსახურება
გალერეა
კონტაქტი
    უროლოგია :.

უროლოგია მედიცინის დარგია,რომლის მიზანს წარმოადგენს მამაკაცებში შარდსასქესო სისტემის და ქალბატონებში საშარდე სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

 

1397813155_clip_image002.jpg

თავდაპირველად უროლოგია იყო ქირურგიის განშტოება, დამოუკიდებელ დისციპლინად კი ჩამოყალიბდა უროლოგიური დაავადებების ფართო განვითარების შდეგად. ასე 1998-2000წწ. უროლოგიური დაავადებების შემთხვევები 23% გაიზარდა. გახსოვდეთ, რომ უროლოგის დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებაში და წარმატებულ მკურნალობაში.

1397813155_clip_image001_0000.jpg

აუცილებლად მიმართეთ უროლოგს თუ შეამჩნიეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი წელის არეში
  • მწვავე ტკივილი საზარდულში
  • შარდვის და სასქესო აქტის დროს უსიამოვნო შეგრძნებები (წვა, ქავილი )
  • შარდის შეუკავებლობა
  • შარდსადენიდან გამონადენი
  • შარდში სისხლი ან ჩირქი
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
  • ერექციის შესუსტება, პოტენციის დაქვეითება
  • პრობლემები ბავშვის ჩასახვასთან
  • შარდის ბუშტში ან შარდის სადინარში უცხო სხეული

გავრცელებული უროლოგიური დაავადებები:

  • შარდის შეუკავებლობა
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • პიელონეფრიტი
  • ნეფროპათოზი - თირკმლის დაწევა
  • ცისტიტი
  • ურეთრიტი
  • პროსტატიტი
  • პროსტატის ადენომა
  • ფიმოზი
  • ვარიკოცელე
  • ონკოლოგია
  • ერექციული დისფუნქცია
  • სასქესო ინფექციები

ხშირად ადამიანები წელავენ უროლოგთან მისვლას ბოლომდე, რადგან ერიდებათ ექიმთან დელიკატური პრობლემით მისვლას. ასეთ სიტუაციაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში, და მისი განკურნება უფრო ძნელი ხდება, ამის გარდა შეიძლება გართულებები განვითარდეს. შედეგად ექიმს უწევს რამოდენიმე პრობლემის ერთდროული გადაჭრა. უროლოგის დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებაში და წარმატებულ მკურნალობაში.

დიაგნოზის დასმა ხდება უროლოგიური დათვალიერების, ლაბორატორიული კვლევების, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, რენტგენის და სხვა გამოკვლევების შედეგად. ჩვენს ცენტრში წარმოდგენილია მხოლოდ თანამედროვე მეთოდები და სამედიცინო ტექნიკა.

ექიმი უროლიგი კოლპლექსურად უდგება მკურნალობას, მკურნალობა მიმართულია როგორც მიზეზის აღმოფხვრაზე ასევე ორგანიზმის იმუნური ძალების ამაღლებაზე.

ხდება დიეტის შერჩევა და ზოგადი რეკომენდაციების მიცემა.



 
  მომსახურება
    მეანობა და გინეკოლოგია
    ორსულობის წაყვანა
    გასტროენთეროლოგია
    დერმოტოლოგია
    კარდიოლოგია
    ნევროლოგია
    ოფტალმოლოგია
    თერაპია
    ენდოკრინოლოგია
    უროლოგია
    ფუნქციური დიაგნოსტიკა (ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკგ, რეოვაზოგრაფია)
    კლინიკური ლაბორატორია
    ბიოქიმიური ანალიზები
    ჰორმონალური გამოკვლევები
  საკონტაქტო ინფორმაცია
     © სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი DIAGNOZ