Georgian     |     Russian    
    ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმთელობაზე !   ტელ: (+995 32) 2-200-211    
მთავარი
ცენტრის შესახებ
მომსახურება
გალერეა
კონტაქტი
    ფუნქციური დიაგნოსტიკა (ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკგ, რეოვაზოგრაფია) :.

ულტრაბგერითი გამოკვლევა

ზუსტი დიაგნოსტიკა საჭიროა არა მარტო დიაგნოზის დასასმელად, არამედ დაავადების პრევენციისათვისაც. სწორი და დროული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს დაავადების წარმატებულ მკურნალობას. ულტრაბგერითი გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება ჩვენს ცენტრში დიაგნოსტიკის დროს.

ულტრაბგერითი გამოკვლევა - იკვლევს ორგანოების და ქსოვილების მდგომარეობას ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით.

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩვენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში. აქ კომპეტენტური სპეციალისტი შეაფასებს თქვენს ულტრაბგერით სურათს, შეადარებს ნორმას, მკურნალი ექიმი კი ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგებს შეაჯამებს სხვა გამოკვლევებთან და თქვენს ჩივილიებთან და დასვავს სწორ დიაგნოზს.

სხვა სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებისაგან განსხვავებით ულტრაბგერით გამოკვლევას არ აქვს სხივური დატვირთვა, მის უპირატესობას წარმოადგენს უმტკივნეულობა და უკუჩვენებების არარსებობა, შესაძლებელია მისი მრავალჯერ ჩატარება და ეს ორგანიზმისათვის უსაფრთხოა. კიდევ ერთი უპირატესობაა სწრაფი პასუხი, რაც ხელს უწყობს მკურნალობის დროულ დაწყებას.

არსებობს ულტრაბგერითი გამოკვლევის რამოდენიმე სახე. თქვენ საშუალება გაქვთ გაიაროთ ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია - სისხლძარღვების გამოკვლევა, რომელიც ადგენს სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, კიდურებისა და კისრის არტერიის გამძლეობას.

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ სახეებს:

  • დოპლეროგრაფია:
  • არტერიების
  • ვენების
  • ხერხემლის არტერიების
  • საძილე არტერიების
  • ნაღვლის ბუშტის
  • ლიმფური კვანძების
  • საშვილოსნოსა და დანამატების
  • სარძევე ჯირკვლების
  • შარდის ბუშტისა და შარდსადენის
  • რბილი ქსოვილების
  • თირკმელზედა ჯირკვლების
  • ღვიძლის
  • კუჭქვეშა ჯირკვლის
  • თირკმელების
  • სასქესო ასოს და პროსტატის
  • ელენთას
  • სახსრების
  • ფარისებრი ჯირკვლის
  • გულის
  • ნაყოფის (12 კვირამდე და 12 კვირის შემდეგ)

 

ელექტროკარდიოგრაფია ეკგ

დღევანდელ დღეს გულსისხლძარღვთა დაავადებები რჩება სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად. მათი პროფილაქტიკისათვის და ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა დროული დიაგნოსტიკა.

ყველაზე გავრცელებულ, ხელმისაწვდომ და ზუსტ მეთოდს წარმოადგენს ელექტროკარდიოგრაფია

 

1397813906_clip_image002_0000.jpg

 

ელექტროკარდიოგრაფია - იკვლევს გულის კუნთს, მომუშავე გულის ბიოელექტრული მაჩვენებლების რეგისტრაციის გზით. რის შედეგად მიიღება ელექტროკარდიოგრამმა - გულის ელექტრული აქტივობის გრაფიკული გამოსახულება.

მიღებული შედეგით ექიმი-კარდიოლოგი აფასებს გულის მდგომარეობას.

 

ეკგ-ს მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება:

  • მიოკარდიტი
  • არითმია
  • მიოკარდის ინფარქტი
  • გულის იშემიური დაავადება

ეკგ-ს უპირატესობები

  • მაღალი ინფორმატიულობა და სიზუსტე
  • უსაფრთხოება და უმტკივნეულობა
  • სისწრაფე და ოპერატიულობა
  • უკუჩვენებების არარსებობა

ეკგ-ს ჩატარება აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • დისკომფორტი ან ტკივილი გულის არეში
  • გულის რითმის არევა, აჩქარება
  • გულმკერდში მოჭერითი ხასიათის ტკივილი, ტკივილი ბეჭის უკან, რომელიც გადაიცემა მარცხენა ხელში
  • ტაქიკარდია
  • ქრონიკული სტრესი, გადაძაბვა
  • ქოშინი
  • კიბეზე გაძნელებული ასვლა
  • სხეულის ჭარბი წონა
  • აქტიური ცხოვრების წესი
  • ასაკი 40 წლის ზევით (წელიწადში ერთხელ)

რეოვაზოგრაფია

რეოვაზოგრაფიის ჩატარება საჭიროა შემდეგი ჩივილების დროს: დაბუჟება, სიცივე კიდურებში და შემდეგი დაავადებების დროს:

  • ათეროსკლეროზი
  • რეინოს სინდრომი
  • პერიფერიული ვეგეტატიური უკმარისობა
  • მაობლიტირებელი ენდარტერიტი
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება
  • დიაბეტის დროს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს
  • თრომბოფლებიტი


 
  მომსახურება
    მეანობა და გინეკოლოგია
    ორსულობის წაყვანა
    გასტროენთეროლოგია
    დერმოტოლოგია
    კარდიოლოგია
    ნევროლოგია
    ოფტალმოლოგია
    თერაპია
    ენდოკრინოლოგია
    უროლოგია
    ფუნქციური დიაგნოსტიკა (ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკგ, რეოვაზოგრაფია)
    კლინიკური ლაბორატორია
    ბიოქიმიური ანალიზები
    ჰორმონალური გამოკვლევები
  საკონტაქტო ინფორმაცია
     © სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი DIAGNOZ