ნევროლოგია დაკავებულია ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკითა და მკურნალობით. ექიმი ნევროპათოლოგის დროული კონსულტაციახელს უწყობს დაავადების ნაადრევ დიაგნოსტიკას და წარმატებულ თერაპიას გართულებების გარეშე.
ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ ნევროპათოლოგის მიმართვის მიზესს:
- ქრონიკული თავის ტკივილი
- გულის წასვლები
- პარალიზება
- დეპრესიული მდგომარეობა
- სწრაფი გადაღლა
- ძილის დარღვევები
- გაღიზიანებადობა
- კრუნჩხვითი სინდრომი
- ტრემორი (კიდურების კანკალი)
- მეხსიერების დარღვევები
- კოორდინაციის დარღვევები
- თვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები
- ტკივილი ხერხემალში
- ქალა-ტვილის ტრავმები
- მეტეოდამოკიდებულება
ნევროპათოლოგის მიმართვის ერთერთი ძირითადი მიზეზია თავის ტკივილი.თავის ტკივილი პერიოდულად აწუხებს მოსახლეობის 75%. ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ და უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელს ღებულობენ. ქრონიკულ თავის ტკივილს შეიძლება ჰქონდეს უამრავი მიზეზი : სისხლძარღვოვანი ცვლილებები, შფოთვითი აშლილობა, ჰორმონალური ცვლილებები, დეპრესია, სტრესი, ათეროსკლეროზი, ამის გამო თავის ტკივილის მიზეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ასეთი მნიშვნელოვანია.

ძირითადი ნევროლოგიური დაავადებები:
- ოსტეოქონდროზი
- რადიკულიტი
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი უკმარისობა
- ვეგეტატიური დისტონია
- ენცეფალოპატია
- ინსულტის შედეგები
|