გინეკოლოგია. მედიცინის ეს სფერო პასუხისმგებელია ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ქალბატონებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმის პოვნა, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მოახერხებს „ქალური“ პრობლემების განკურნებას. გინეკოლოგია და მეანობა ჩვენი ცენტრის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი ცენტრის ერთერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ სხვა პროფილის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში ქალბატონს შეუძლია ცენტრიდან გაუსვლელად ჩაეწეროს და გაიაროს კონსულტაცია.
გინეკოლოგთან მისვლის მიზეზები
- მუცლის ქვედა ნაწილში და წელის ტკივილი
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- მენსტრუალური გამონადენის სიმცირე
- მენსტრუალური გამონადენის მომატება და კოლტების არსებობა
- სისხლდენები
- საშოდან გამონადენის არსებობა
- ორსულობის დაგეგმვა
- ორსულობის არარსებობა რეგულარული სასქესო ცხოვრების შემთხვევაში
- კლიმაქსი
ძირითადი გინეკოლოგიური დაავადებები:
- დისმენორეა (მენსტრუალური ფუნქციის დარღვევები)
- საშვილოსნოს მიომა (საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე)
- საკვერცხის კისტა
- ცისტიტი (შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება)
- ანთებითი დაავადებები და სასქესო გზით გადამდები ინფექციები
- უშვილობა
- კლიმაქტერიული სინდრომი (დარღვევების კომპლექსი, რომელიც გამოწვეულია საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის შემცირებით)
|