• თბილისი, ნავთლუღის 1/10
  • (+995 32) 2 200-211 (+995 32) 2 773-572

თერაპია. მედიცინის ეს დარგი ემსახურება შინაგანი ორგანოების (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, შარდ სასქესო და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების) დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს ჩვენს და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი საკითხის დასმა. პასუხების მისაღებად მივმართავთ სხვადასხვა წყაროს: ნაცნობებს, სხვადასხვა სამედიცინო სატელევიზიო გადაცემას, რეკლამას, ინტერნეტს. ვადარებთ ჩვენს მდგომარეობას მსგავს სიმპტომო კომპლექსებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტკივილი აბის მიღების შემდეგ თავისით გაივლის. სამწუხაროდ არ ვითვალისწინებთ, რომ ორგანიზმი უნიკალურია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, კვალიფიციური და გამოცდილი ექიმის დახმარება უფრო ეფექტური იქნება.

თუ გაქვთ ჩივილები ან განიცდით დისკომფორტს, მიმართეთ ექიმ თერაპევტს. პირველადი დათვალიერების და გასაუბრების შემდეგ ექიმი შეარჩევთ საჭირო ანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ პროფილურ სპეციალისტთან კონსულტაციას, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ ეფექტურ მკურნალობას. ყველა დანიშნულ გამოკვლევებს ჩავატარებთ უმოკლეს ვადებში და თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

სიმპტომები და ჩივილები:

  • ტემპერატურის მომატება, ცხელება
  • ხველა, ხიხინი
  • სისხლიანი ნახველი
  • ყელის ტკივილი
  • გაძნელებული სუნთქვა, მოხრჩობის შეგრძნება, ქოშინი
  • მხედველობის დაქვეითება, დაკარგვა
  • ცხვირიდან გამონადენი
  • ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ყურიდან გამონადენი
  • ტკივილი გულმკერდში, გულის არეში
  • კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება
  • კუჭის ტკივილი
  • გულძმარვა, გულისრევა, პირღებინება
  • ფაღარათი, შეკრულობა
  • წნევის ცვალებადობა
  • უძილობა
  • სწრაფი გადაღლა
  • შფოთვა, დეპრესია
  • გამონაყარი კანზე, ქავილი

თუ დაავადება სცილდება თერაპევტის კომპეტენციას ის გადაგამისამართებთ ვიწროპროფილიან სპეციალისტთან

ძირითადი თერაპიული დაავადებები

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, დისტონია, არითმია და სხვა.
  • სასუნთქი ორგანოების დაავადებები: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, გრიპი
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები: გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, კოლიტი
  • სახსრების დაავადებები: ართრიტი, ართროზი
  • შარდსა სქესი სისტემის დაავადებები: პიელონეფრიტი, ცისტიტი. თირკმლ-კენჭოვანი დაავადება