კარდიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის გულისა და სისხლძარღვების აგებულებას, ფუნქციას და დაავადებებს, მის გამომწვევ მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, კლინიკურ გამოვლინებას, დიაგნოსტიკას, მკურნალობისა, პროფილაქტიკის და სამედიცინო რეაბილიტაციის ღონისძიებებს.
გულსისხლძარღვთა დაავადებები არის ინვალიდობის და ნაადრევი სიკვდილის ძირითადი მიზეზი. ამ მიზეზით სიკვდილიანობა შეადგენს 40-60%. კარდიოლოგის დროული კონსულტაცია ხელს უწყობს დაავადების ნაადრევ დიაგნოსტიკას , წარმატებულ მკურნალობას და შესაბამისად სიცოცხლის გადარჩენას.
სიმპტომები და ჩივილები, რომელიც არის კარდიოლოგთან გადაუდებელი მისვლის მიზეზი:
- დისკომფორტი და ტკივილი გულმკერდში
- ქოშინი ან ჰაერის უკმარისობა
- არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება
- გულის წასვლა უცნობი მიზეზით
- გულის რიტმის აჩქარება ან დარღვევა
- ქვემო კიდურების შეშუპება
რისკის ფაქტორები:
- თამბაქოს მოხმარება
- ჭარბი წონა
- შაქრიანი დიაბეტი
- სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
- თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი