• თბილისი, ნავთლუღის 1/10
  • (+995 32) 2 200-211 (+995 32) 2 773-572

დერმატოლოგია - არის მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებებს, კანის დანამატებსა(ფრჩხილი, თმა, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლები) და სასქესო გზით გადამდებ დაავადებებს.

კანის დაავადებები საკმაოდ ხშირია .მათ აქვთ განსხვავებული და რთული მიზეზები. კანი არის ორგანიზმის ერთერთი ყველაზე დიდი ორგანო, ის ასახავს ორგანიზმის მდგომარეობას, მოქმედებს როგორც დამცავი ბარიერი და იცავს ადამიანს ბაქტერიებისაგან. კანზე მოქმედებს გარემოს ყველა ნეგატიური ფაქტორი და ტოვებს მასზე კვალს. გარეგანი მიზეზების გარდა კანზე მოქმედებს ასევე შინაგანი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემია, კუჭნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული სისტემის, შარდსასქესი სისტემის პათოლოგია და ალერგიული რეაქციები.

სპეციალისტთან მისვლის მიზეზები:

  • კანის არაჯანსაღი შეფერილობა
  • გამონაყარი კანზე
  • გამონაყარი ლორწოვან გარსზე
  • სასქესო ორგანოების დაზიანება
  • ქავილისა და ტკივილის შეგრძნება
  • თმის და ფრჩხილების დაზიანება.

დერმატოლოგიური დაავადებები:

კანის დაავადებები:

  • კანის ეკზემა
  • აკნე
  • ჩირქოვანი გამონაყარი - ფურუნკული, კარბუნკული, ფოლიკულიტი
  • კანის ვირუსული დაავადებები - ჰერპესი, პაპილომა ვირუსი
  • მუნი
  • კანის ქრონიკული დაავადებანი - ფსორიაზი, დერმატიტი

სიკივანი დაავადებები :

  • მუკოზი
  • კანდიდოზი (რძიანა)