ოფთალმოლოგია დაკავებულია თვალის და მისი დანამატების დაავადებების პროფილაქტიკით და მკურნალობით. დროული მიმართვა ექიმ ოფთალმოლოგთან დაგეხმარებათ მხედველობის შენარჩუნებაში, სათვალის შერჩევაში და უამრავი პრობლემების პრევენციაში.
ოკულისტთან მისვლის მიზეზები:
- მხედველობის დაქვეითება
- „ბუნდოვანი“ მხედველობა
- კონტურების სიმკვეთრის დაქვეითება
- თვალების ტკივილი, წვა.
- თვალების სიწითლე
- სიბნელეში ორიენტაციის გართულება
- სიელმე
- თვალის ტრავმა
გავრცელებული თვალის დაავადებები:
- კონიუნქტივიტი - ალერგიით ან ინფექციით გამოწვეული თვალის ლორწოვანი გარსის ანთება
- გლაუკომა - თვალის შიდა წნევის მომატების გამო მხედველობის ნერვის დაზიანება
- კატარაქტა - თვალის ბროლის შემღვრევა
- ახლომხედველობა
- შორსმხედველობა
- ასტიგმატიზმი - ბროლის ფორმის დარღვევა
- ბადურის აშრევება