ორსულობა მთლიანად ცვლის ქალის ცხოვრებას. იმის შემდეგ, რაც ქალბატონი შეიტყობს, რომ ფეხმძიმედ არის, მან უნდა გააცნობიეროს ის, თუ როგორ იცვლება მისი ცხოვრება და სტატუსი. მან უნდა გადახედოს და შეცვალოს მისი განრიგი და ჩვევები, და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ ორსულობა მიმდინარეობდეს ნორმალურად და პატარა დაიბადოს ძლიერი და ჯანმრთელი. ორსულობის სწორი და კვალიფიციური წაყვანა არის ჯანმრთელი ბავშვის დაბადების წინაპირობა, რომლის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალი დედა ვალდებულია დროულად დადგეს აღრიცხვაზე და შეარჩიოს სპეციალისტი, რომელიც წაიყვანს მის ორსულობას. ადრე ამ სერვისს სთავაზობდნენ მხოლოდ ქალთა კონსულტაციები, ჩვენს დროში ქალბატონებს შეუძლიათ მიმართონ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებებს, რომლებიც სთავაზობენ ორსულობის წაყვანის პროგრამას.
ორსულობის წაყვანა გულისხმობს რამდენიმე აუცილებელ პროცედურას.
მათ მიეკუთვნებათ:
- არტერიული წნევის კონტროლი
- წონის კონტროლი
- ვაგინალური გამოკვლევა
- შარდისა და სისხლის ანალიზი
- ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) 11-14; 20-24 და 30-34 კვირებზე
სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში ორსულობის პროგრამის შერჩევისას დედას უნდა ახსოვდეს, რომ ექიმი ასრულებს მხოლოდ მომავალი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის კონტროლის ფუნქციას, ორსულობის სწორი მიმდინარეობა და წარმატებული მშობიარობა პირველ რიგში დამოკიდებულია მომავალ დედაზე. აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტები, ექიმის მითითებების შესრულება, ანალიზების დროული ჩაბარება, ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ბავშვის გაჩენისათვის ფიზიკური მომზადება.
ჩვენს კლინიკაში თანამედროვე მიდგომა საშუალებას გვაძლევს:
- განხორციელდეს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების და ნაყოფის განვითარების დროული და რეგულარული კონტროლი;
- დროულად აღმოვაჩინოთ მომავალი დედის ინფექციური ან ქრონიკული დაავადებები და ნაყოფის პათოლოგიები და დროულად მიღებულ იქნეს საჭირო ზომები;
- მომავალ დედას შევთავაზოთ კონსულტაციები მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
- მოამზადოს მომავალი მშობლები მშობიარობისათვის და ბავშვის მოვლისათვის.
ჩვენს სამედიცინო ცენტრში ორსულები რეგულარულად გადიან ულტრაბგერით გამოკვლევას და ჩვენების შემთხვევაში მათ უტარდებათ ინსტრუმენტალური, ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები. ჩვენი ცენტრის მომსახურებათა სპექტრი ხელს გვიწყობს სწორ და დროულ ჩარევაში ორსულობის წაყვანის დროს, ჩვენი ცენტრი გამოირჩევა ხარისხითა და ოპერატიულობით, ხდება ორსულისათვის კომფორტული დროის შერჩევა.