ენდოკრინოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეიცავს ენდოკრინული სისტემის ( ფარისებრი ჯირკვალი ,კუჭქვეშა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხე და სათესლე ჯირკვლები, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი და მათი ჰორმონები) დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
ენდოკრინული სისტემა წარმოდგენილია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით, რომლებიც აწარმოებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ჰორმონები, ნეირომედიატორები...) სინთეზს და სისხლის მიმოქცევაში გადატყორცნას. საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ ჭარბი წონა გამოწვეულია არასწორი კვებით, სწრაფი დაღლა კი მომატებული დატვირთვით, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ეს სიმპტომები შეიძლება იყონ ენდოკრინული სისტემის გამოკვლევის მიზეზები..
ენდოკრინოლოგთან მისვლის მიზეზი:
- სწრაფი გადაღლა
- შრომისუნარიანობის დაქვეითება
- მუდმივი წყურვილი
- ზეწოლის შეგრძნება ყელში
- შფოთვა
- გაღიზიანებადობა
- დაბალი გუნებ-განწყობა
- ძილის დარღვევა
- ტაქიკარდია
- ხელების კანკალი
- უმიზეზო წონის მომატება ან დაკლება
- ჭარბთმიანობა
- თმის ცვენა
- კანის სიმშრალე
- სტრიები კანზე, მკერდზე
- შეშუპება
- ქავილი საზარდულში
- ხშირი შარდვა
- იმპოტენცია მამაკაცებში
- უშვილობა ქალებში
ჩვენს ცენტრში კვალიფიციური სპეციალისტი მოისმენს თქვენს ჩივილებს, შეისწავლის ანალიზების შედეგებს, ჩაატარებს გამოკვლევებს, რის საფუძველზეც დანიშნავს მკურნალობას .