უროლოგია -მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის შარდსასქესო სისტემის დაავადებებს
უროლოგიის ცალკე სამედიცინო მიმართულებად ჩამოყალიბდა განაპირობა შარდსასქესო სპექტრის დაავადებათა მატებამ როგორც მამაკაცებში ისე ქალბატონებში. ბოლო წლებში სამწუხაროდ, უროლოგიური შინაარსის დაავადებები პროცენტულად ყოველ წელს იზრდება.
გახსოვდეთ! დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება ეფექტიანი მკურნალობის საწინდარია!
აუცილებლად მიმართეთ უროლოგს თუ შეამჩნიეთ შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი წელის არეში
- მწვავე ტკივილი საზარდულში
- შარდვის და სასქესო აქტის დროს უსიამოვნო შეგრძნებები (წვა, ქავილი )
- შარდის შეუკავებლობა
- შარდსადენიდან გამონადენი
- შარდში სისხლი ან ჩირქი
- სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
- ერექციის შესუსტება, პოტენციის დაქვეითება
- შარდის ბუშტში ან შარდის სადინარში უცხო სხეული
გავრცელებული უროლოგიური დაავადებები:
- შარდის შეუკავებლობა
- შარდკენჭოვანი დაავადება
- პიელონეფრიტი
- ცისტიტი
- ურეთრიტი
- პროსტატიტი
- პროსტატის ადენომა
- ფიმოზი
- ვარიკოცელე
- ონკოლოგია
- ერექციული დისფუნქცია
- სასქესო ინფექციები
ხშირად ადამიანები ბოლომდე ერიდებიან ექიმთან დელიკატური პრობლემით მისვლას. ასეთ სიტუაციაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში, და მისი განკურნება უფრო ძნელი ხდება, ამის გარდა შეიძლება გართულებები განვითარდეს. შედეგად ექიმს უწევს რამდენიმე პრობლემის ერთდროული გადაჭრა. უროლოგის დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებაში და წარმატებულ მკურნალობაში.
დიაგნოზის დასმა ხდება უროლოგიური დათვალიერების, ლაბორატორიული კვლევების, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, რენტგენის და სხვა გამოკვლევების შედეგად. ჩვენს ცენტრში წარმოდგენილია მხოლოდ თანამედროვე მეთოდები და სამედიცინო ტექნიკა.
ექიმი უროლოგი კომპლექსურად უდგება მკურნალობას, მკურნალობა მიმართულია როგორც მიზეზის აღმოფხვრას ასევე ორგანიზმის იმუნური ძალების ამაღლებას.