• თბილისი, ნავთლუღის 1/10
  • (+995 32) 2 200-211 (+995 32) 2 773-572

ულტრაბგერითი კვლევა

ულტრაბგერითი კვლევა - გულისხმობს ორგანოების და ქსოვილების კვლევის მეთოდს ულტრაბგერითი „ტალღების“  მეშვეობით. ულტრაბგერითი კვლევა არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ზუსტი კვლევა. შესაძლებელია მისი  მრავალჯერადად ჩატარება და არანაირ უკუჩვენებებს არ ითვალისწინებს.

ზუსტი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია არა მარტო ჩივილების არსებობის დროს სწორი დიაგნოზის დასასმელად, არამედ დაავადების პრევენციის მიზნით. სწორი და დროული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს დაავადების ეფექტიან მკურნალობას.

ულტრაბგერითი კვლევა ფართოდ გამოიყენება ჩვენს ცენტრში. პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში მიიღონ კომპეტენტური სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შეაფასებს ულტრაბგერით სურათს, შეადარებს ნორმებს, მკურნალი ექიმი კი ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგებს შეაჯამებს და დასვამს სწორ დიაგნოზს.

ჩვენს ცენტრში პაციენტს საშუალება აქვს ჩაიტაროს ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია - სისხლძარღვების გამოკვლევა, რომელიც ადგენს სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, კიდურებისა და კისრის არტერიის გამძლეობას.

 

ჩვენს ცენტრში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ულტრაბგერითი მეთოდით გამოიკვლიონ :

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა
  • არტერიები
  • ვენები
  • ხერხემლის არტერიები
  • საძილე არტერიები
  • ნაღვლის ბუშტი
  • ლიმფური კვანძები
  • საშვილოსნო და დანამატები
  • სარძევე ჯირკვლები
  • შარდსასქესო ორგანოები
  • რბილი ქსოვილები
  • თირკმელზედა ჯირკვალი
  • ღვიძლი
  • კუჭქვეშა ჯირკვლი
  • თირკმელები
  • პროსტატა
  • ელენთა
  • სახსრები
  • ფარისებრი ჯირკვალი
  • ორსულობა/ნაყოფი

 

ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) - იკვლევს გულის კუნთს, მომუშავე გულის ბიოელექტრული მაჩვენებლების რეგისტრაციის გზით. რის შედეგად მიიღება ელექტროკარდიოგრამმა - გულის ელექტრული აქტივობის გრაფიკული გამოსახულება.

ეკგ- ჩატარება აუცილებელია თუ პაციენტს აღენიშნება:

  • დისკომფორტი ან ტკივილი გულის არეში
  • გულის რითმის არევა, აჩქარება
  • გულმკერდში მოჭერითი ხასიათის ტკივილი,
  • ტაქიკარდია
  • ქრონიკული სტრესი, გადაძაბვა
  • ქოშინი
  • კიბეზე გაძნელებული ასვლა
  • სხეულის ჭარბი წონა
  • ასაკი 40 წლის ზევით (წელიწადში ერთხელ)

 

 

ეკგ- მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება:

  • მიოკარდიტი
  • არითმია
  • მიოკარდის ინფარქტი
  • გულის იშემიური დაავადება