გასტროენტეროლოგია - მედიცინის ეს დარგი მიძღვნილია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადებათა მკურნალობას. ამ ორგანოების აწყობილ მუშაობაზე დამოკიდებულია ორგანიზმის ჯანმრთელობა. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია კუჭნაწლავის ტრაქტის ორგანოების დროული გამოკვლევა.
სიმპტომები და ჩივილები რომლებიც შეიძლება გახდეს გასტროენტეროლოგის მიმართვის მიზეზი:
- ტკივილი და სიმძიმე მუცლის ზედა ნაწილში
- მუცლის შებერილობა
- გულძმარვა
- გულისრევის შეგრძნება
- ბოყინი
- პირის სიმწარე და სიმშრალე
- სუნი პირიდან
- სიმძიმე ან ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში
- დიარეა
- განავალის ცვლილება (სისხლი, ლორწო, ჩირქი)
- შეკრულობა
- მეტეორიზმი
- მადის დაქვეითება
- ღებინება
ძირითადი დაავადებები:
- დიარეა
- ჰელმინთოზი (პარაზიტებით გამოწვეული დაავადება)
- დისპეფსია(მტკივნეული, გაძნელებული მონელება)
- გასტრიტი
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
- დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება)
- დისბაქტერიოზი
- ნაწლავის დისკინეზია (მსხვილი ნაწლავის მოძრაობის დარღვევა)
- ენტეროკოლიტი
- ნაწლავის პოლიპები
- ქოლეცისტიტი
- ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება
- პანკრეატიტი
- ჰეპატიტი
- ღვიძლის ციროზი
- კრონის დაავადება
ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და სწორი დიეტისა და მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია ჩაიტაროთ ექიმი-გასტროენტეროლოგის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევები(სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, კოპროგრამა, განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე), საჭიროების შემთხვევაში ენდოსკოპიური, რენტდენოსკოპიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.